საშვებულებო დახმარება - ბიუჯეტის ფულის მიღების ახალი გზა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2016 წელს "საშვებულებო დახმარების" სახით 128 350 ლარი გაიცა. ზესტაფონი ერთადერთია რეგიონში, რომელიც დასაქმებულს შვებულებაში გასვლის პერიოდში თანამდებობრივ სარგოსთან ერთად "საშვებულებო დახმარებასაც" უხდიდა, რაც მათ შემოსავალს აორმაგებდა. ამ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც იმერეთის მუნიციპალიტეტს შეეხება.
ამავე კვლევის მიხედვით გამოიკვეთა:
- პრემიის გაცემის დღეები ყველა მუნიციპალიტეტში ერთმანეთს ემთხვევა;
- პრემია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიცემა უკლებლივ ყველა თანამშრომელზე;
- იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს გაცემული სახელფასო ანაზღაურება 22 323 636 ლარი იყო. თანხიდან გამგეობებში/მერიაში სახელფასო ანაზღაურებაზე დაიხარჯა 17 217 253 ლარი, ხოლო საკრებულოებში - 5 106 383 ლარი;
- მუნიციპალიტეტებში გაცემულმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა წლის განმავლობაში 3 360 132 ლარი შეადგინა;
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემდეგ, პრემია ყველაზე დიდი ოდენობით გაიცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში;
- ქუთაისის საკრებულოს - თავმჯდომარის ორმა მოადგილემ, თითოეულმა ცალ-ცალკე სახელფასო დანამატის სახით 25 800 ლარი მიიღეს;
- აღებული პრემიის სიმცირით გამოირჩევა ბაღდათის გამგეობა (17 550 ლარი) და ხარაგაულის საკრებულო (1000 ლარი);
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის მანძილზე პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოების რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.
"ისინი [ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო] აღნიშნულ ნორმას საკრებულოს თანამდებობის პირებზეც ავრცელებენ და მოწოდებულ დოკუმენტაციაში გვწერენ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, პრემიასა და სახელფასო დანამატს არ იღებენ. შესაბამისად, ტყიბულის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ სულ 3 600 ლარი შეადგინა," - ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევაში სრულყოფილად ვერ აისახა ქალაქ ქუთაისის მერიის შესახებ ინფორმაცია. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაში აღნიშნულია, რომ მათ სრულყოფილი ინფორმაცია არ გასცეს ვისზე გაიცემოდა პრემია/დანამატი. მათ შორის, ქუთაისის მერისა და სხვა თანამდებობის პირების შესახებ.
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები