Star Wars-ის უზარმაზარი სამყარო გაფართოებას განაგრძობს: ამჯერად ვარსკვლავური ომების გულშემატკივრებს წინ ახალი პროექტი — 9 ეპიზოდისგან შემდგარი ანთოლოგიური სერიალი, სახელად Star Wars: Visions ელით. სერიალის პირველი ტრეილერი უკვე აქაა და შთამბეჭდავი და განსხვავებული ანიმაციური სტილით თქვენს მოხიბვლას აუცილებლად შეძლებს:

იაპონური ანიმესთვის დამახასიათებელი სტილითა და ანიმაციით შექმნილ თითოეულ სერიაში მოქმედება ვარსკვლავური ომების სამყაროში მიმდინარეობს.

ფოტო: Disney+

ახალი სერიალი ვარსკვლავური ომების შემქმნელი LucasFilm-ისა და იაპონური ანიმეს სხვადასხვა ცნობილი სტუდიების თანამშრომლობის შედეგია. აღნიშნული სტუდიები ისეთ ცნობილ ანიმეებზე მუშაობდნენ, როგორებიცაა Ghost in the Shell, Japan Sinks, Tokyo Magnitude 8.0 და Kill La Kill.

ფოტო: Disney+

Star Wars: Visions-ის გამოსვლა ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს დაანონსდა და როგორც აღწერაში ვკითხულობთ, სერიალი ვარსკვლავური ომების სამყაროს იაპონელი ანიმეს შემქმნელების თვალით დაგვანახებს.

ფოტო: Disney+

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Netflix და Amazon Prime ანიმეს სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ რიცხვს მალე Disney+-იც შეუერთდება.