ტელევიზიას უამრავი სასაცილო და უხერხული სიტუაცია ახსოვს, მათ შორის - პირდაპირ ეთერში. სასაცილო მომენტები მაშინვე ხდება ვირუსული და ადამიანებს დიდხანს ამახსოვრდებათ.

წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდში პირდაპირ ეთერში მომხდარ ყველაზე უხერხულ შემთხვევებს.

ოსკარზე გამარჯვებული ფილმის შეცდომით გამოცხადება

წლევანდელი ოსკარი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე განხილვადი და დასამახსოვრებელი იქნება, ყოველ შემთხვევაში - დემიენ შაზელისათვის.

საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს წარმდგენებს, უორენ ბიტისა და ფეი დანაუეის კონვერტი შეეშალათ და წლის ფილმად La La Land დაასახელეს, სინამდვილეში კი ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა.

BBC-ს ეთერში ინტერვიუს დროს რესპონდენტს ოთახში შვილები შეუცვივდნენ

BBC-ის პირდაპირ ეთერში წამყვანი და ექსპერტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პარკ ჯინ-ჰის იმპიჩმენტის შესახებ საუბრობდნენ, რესპონდენტი სახლიდან ვებკამერის საშუალებით ერთვებოდა ტელეეთერში.

განხილვისას ოთახში მისი მცირეწლოვანი შვილი ცეკვა-ცეკვით შემოვიდა, რამაც წამყვანი გაამხიარულა. რამდენიმე წამის შემდეგ კი კადრში მეორე ბავშვიც გამოჩნდა. ცოტა ხანში ბავშვებს ანერვიულებულმა დედამ მოაკითხა, რომელმაც ძალიან სასაცილოდ განმუხტა სიტუაცია.

შეცდომით გამოცხადებული მის სამყარო

შეიძლება ითქვას, რომ მის სამყაროს ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი სწორედ სტივ ჰერვის შეცდომა იყო.

სტივმა ფილიპინების ნაცვლად გვირგვინის მფლობელად მის კოლუმბია დაასახელა.

მადონას დაცემა სცენაზე

2015 წელს დაჯილდოება მადონასთვის მაინცდამაინც იღბლიანი არ აღმოჩნდა.

ესეც ბოლო

ვინ იცის, სანამ ამ ვიდეოებს უყურებთ, შეიძლება კიდევ რაიმე აღსანიშნავი მოხდეს პირდაპირ ეთერში.