ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, რომელიც მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ძმის დაკრძალვას დაესწრება. ზვიადაურის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ ზვიადაური სახლში ბადრაგის დახმარებით მიიყვანეს და ეს მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

ზვიადაური პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 17 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მან სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.

ადვოკატის განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ. მზაობა გამოთქვა ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშილმაც, რომელიც მოსამართლეს სთავაზობდა, ზვიადაური ციხის ნაცვლად, მასთან სახლში გაეშვა.