ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის 9,5 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა, რათა მათზე თალიბანს წვდომა არ ჰქონდეს და დაჯგუფება ფინანსურად არ გაძლიერდეს.

ავღანეთის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი და ცენტრალური ბანკის მმართველი, აჯმალ აჰმადი ტვიტერზე წერს, რომ პარასკევს, 13 აგვისტოს, დილით მან მიიღო ინფორმაცია აშშ-ის მიერ გაუქმებული გადახდების შესახებ და ამას ელოდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქაბული დაეცა.

აშშ-ის სანქციები ავღანეთის მიმართ ნიშნავს, რომ თალიბანს ეზღუდება ყველანაირი წვდომა იქ არსებულ ანგარიშებზე. Aljazeera-ს ინფორმაციით, ცენტრალური ბანკის აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროისათვის ავღანეთში არ ინახება.