წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტოში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.