ექიმების სამუშაო სხვა ადამიანებისთვის ისედაც მუდმივად უჩვეულო და ექსტრემალურია, მაგრამ ხანდახან არის ისეთი შემთხვევები, როცა ეს მრავლის მნახველი პროფესიონალებიც კი გაოცებულები რჩებიან.

Reddit-ზე სწორედ ექიმებს ჰკითხეს, ყველაზე უცნაური რა უნახავთ ადამიანის სხეულში და გაზიარებული პასუხები ერთმანეთზე უფრო მოულოდნელი, დაუჯერებელი და კომიკურიც კია.

1. "პაციენტი არმატურაზე დაეცა და ლითონის ეს მასალა მკერდის მეორე მხრიდან გამოვიდა. როგორღაც არმატურა მის გულს, საყლაპავ მილსა და მთავარ არტერიებსაც კი ასცდა და ისე ამოვიღეთ ის მისი სხეულიდან, რომ მძიმე დაზიანება არ მიუღია"

ფოტო: Giphy

2. "დერმატოლოგიის განხრით ვმუშაობ და რამდენიმე ქალი მოსულა ჩემთან, რომელთაც სახეზე ცემენტის ინიექცია ჰქონდათ გაკეთებული და ვერ ხვდებოდნენ, რატომ ვეღარ გრძნობდნენ სახის გარკვეულ ნაწილებს ან ვეღარ გამოხატავდნენ მიმიკებს. და კი, მათ ხელმისაწვდომი დერმატოლოგის პოვნა უნდოდათ და მექსიკაში წავიდნენ შესაფერის სპეციალისტთან"

ფოტო: Tenor

3. "ცხვირის ღრუში გაჭედილი ალუბლის კურკა ვიპოვეთ. ამ კაცს ცხვირის მარჯვენა ნესტოში 40 წლის განმავლობაში აწუხებდა სიმშრალე და სავარაუდოდ, ეს კურკაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო მის ორგანიზმში"

ფოტო: Gifer

4. "ყბა-სახის ქირურგი ვარ. ერთხელ ჩემთან ორი კაცი მოვიდა, რომელთაგან ერთს პირში ბილიარდის ბურთი ჰქონდა. მეორე კაცმა აგვიხსნა, რომ ბარში მისმა მეგობარმა სანაძლეო დადო, რომ პირში ბილიარდის ბურთის ჩადებას შეძლებდა. მან მართლაც მოახერხა ეს, სანაძლეოც მოიგო, მაგრამ შემდეგ გააცნობიერა, რომ ბურთის უკან ამოღებას ვეღარ ახერხებდა. მხოლოდ ოპერაციის საშუალებით მოვახერხეთ, რომ მისი ყბა ჩამოგვეხსნა და ისე ამოგვეღო ბურთი პირიდან"

ფოტო: Giphy

5. "ექთანი მეგობარი მყავს და ერთხელ კაცის რენტგენის სურათი მაჩვენა, რომელსაც საჯდომში შამპუნის ბოთლი ჰქონდა გაჭედილი"

ფოტო: Giphy

6. "საავადმყოფოში ჩემთან კაცი მოვიდა, რომელსაც კუჭი საშინლად სტკიოდა. მის მუცელზე გამაგრება ვიგრძენი და მაშინვე რენტგენი გადავუღე. აღმოჩნდა, რომ კუჭში მანქანის გასაღები ჰქონდა. როცა ვკითხე, თუ საიდან მოხვდა მის ორგანიზმში ეს ნივთი, მიპასუხა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რადგან ძალიან მთვრალი იყო"

ფოტო: Giphy

7. "კაცმა ყელამდე ჩაიდო კიტრი და უკან ამოღებას ვეღარ ახერხებდა. კლინიკაში ცოლთან ერთად მოვიდა"

ფოტო: Tenor

8. "კლინიკაში მინახავს 80 წლის კაცი, რომელსაც საჯდომში წამლების ფლაკონი ჰქონდა და იფიცებოდა, რომ აზრზე არ იყო, თუ როგორ აღმოჩნდა ის იქ"

ფოტო: Gifer