ორშაბათს შვედმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათემატიკური მუდმივა π-ის მნიშვნელობა რეკორდული სიზუსტით გამოთვალეს და სუპერკომპიუტერის გამოყენებით 62,8 ტრილიონ ციფრამდე ავიდნენ.

როგორც გრაუბიუნდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტმა განაცხადა, სუპერკომპიუტერით გამოთვლას 108 დღე და 9 საათი დასჭირდა.

უნივერსიტეტის მონაცემთა ანალიზის, ვიზუალიზაციისა და მოდელირების ცენტრზე დაყრდნობით, მისი მცდელობები იმაზე ორჯერ სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე Google-ის მიერ დამყარებული რეკორდი 2019 წელს, რისთვისაც მან მისი cloud-ი გამოიყენა, და 3,5-ჯერ სწრაფი, ვიდრე 2020 წლის წინა მსოფლიო რეკორდი.

მკვლევრები ელიან, რომ მათი ტრიუმფი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა დაადასტუროს, მანამდე კი π-ის გამოთვლილი მნიშვნელობის მხოლოდ ბოლო 10 ციფრს გვისახელებენ: 7817924264.

გამოთვლის წინა მსოფლიო-რეკორდმა 50 ტრილიონ ციფრს მიაღწია.

π წრეწირის სიგრძის ფარდობას უდრის მის დიამეტრთან, მიღებულ ათწილადში კი ციფრები მძიმის შემდეგ უსასრულოდ გრძელდება.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები მუდმივას მნიშვნელობის — რომლის პირველი ათი ციფრია 3,141592653 — გამოთვლას კვლავაც განაგრძობენ მძლავრი კომპიუტერების გამოყენებით.

შვედების გუნდის განცხადებით, გამოცდილება, რომელიც π-ის გამოთვლისას შეიძინეს, შესაძლოა რნმ-ის ანალიზში, ჰიდროაეროდინამიკის მოდელირებებსა და ტექსტობრივ ანალიზშიც იქნას გამოყენებული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.