ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ბელარუსთან დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე.

"მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულება სუს-სა და ბელარუსის სამარცხვინო KGB-ს შორის. ლუკაშენკო ახდენს ძალაუფლების უზურპაციას 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ბელარუსიდან განდევნილები, რომლებმაც თავშესაფარი საქართველოში იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულები", — წერს კალიურანდი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

13 აგვისტოს ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ. დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

გაიგე მეტი: