თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ვაქცინაციის ცენტრებისკენ მიმავალი ავტობუსის დამატებითი ხაზები დაინიშნება. ეს მიმართულებებია:

  • გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია) ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცისკენ ავტობუსი მოქალაქეებს 10:00-დან 20:00-მდე მოემსახურება.
  • გაგუას კლინიკის (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან დ. პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ). ეს რეისი მგზავრებს 09:00-20:30 საათის შუალედში მოემსახურება.

მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე სპეციალური რეისები დაინიშნა.

გაიგე მეტი: