დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორის ვერც ერთი ვერ მოუგებს ქართულ ოცნებას. ის ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება მორიგი არჩევნები, სადაც ენმ-მ დამარცხდება ქართულ ოცნებასთან.

"მე ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კანდიდატებში ვერავინ ვერ დავინახე მათ შორის ვერც ნიკა მელია, ვერ დავინახე ვერც ერთი ისეთი კანდიდატი, რომელიც მოიგებს. ეს იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც ქართულ ოცნებასთან წააგებს ნაციონალური მოძრაობა [...] ვითომ რაღაცას ფაფხურობენ და სინამდვილეში ეხმარებიან ქართულ ოცნებას გამარჯვებაში და გაძლიერებაში", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიაა. გუშინ, 15 აგვისტოს პარტიამ მერობის კანდიდატები სხვა მუნიციპალიტეტებშიც წარადგინა.

გაიგე მეტი: