ყოველწლიურად პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებებზე ახალი სახელები და ახალი სახეები ჩნდებიან. ჩვენთვის, ეს, შესაძლოა, ყოველდღიური პროცესიც იყოს — ახალი მომღერლების აღმოჩენა სადღაც მოსმენილი სიმღერით ან იუთუბის რეკომენდაციებით. თუმცა, სანამ მუსიკოსები ჩვენამდე ასე მოაღწევენ, მანამდე გრძელი და რთული გზის გავლა უწევთ; მუსიკალურ ინდუსტრიაში შესვლა და თავის დამკვიდრება მარტივი სულაც არაა.

ამის მიუხედავად, ზოგს ალბათ გაუმართლა, რადგან უკვე ცნობილმა ადამიანმა აღმოაჩინა და ამის შემდეგ სახელის მოხვეჭა სულაც არ გასჭირვებია. ამ სტატიაში სწორედ ასეთ მომღერლებს წარმოგიდგენთ.

1. დრეიკმა The Weeknd აღმოაჩინა

ფოტო: Rich Fury / Getty Images for dcp, Karwai Tang

ფოტო: WireImage via Getty Images

Complex-ის ცნობით, The Weeknd-ის ერთ-ერთ პირველ გამოსვლას ტორონტოს უნივერსიტეტში დრეიკის საქმიანი პარტნიორი, ოლივერ ელ-ხატიბი ესწრებოდა. მოგვიანებით, დრეიკმა ტვიტერზეც დაწერა და ბლოგიც გამოაქვეყნა The Weeknd-ის შესახებ, რომელშიც ბმული მკითხველს დამწყები მომღერლის ვებსაიტსა და სადებიუტო სინგლზე, Wicked Games-ზე ამისამართებდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა იგი მსმენელთა ფართო წრეში ცნობილი.

2. Dr. Dre-მ ემინემი აღმოაჩინა

ფოტო: Nigel Parry

ფოტო: Jason Laveris / Flimmagic

ხმისჩამწერი სტუდია Interscope Records-ის სტაჟიორი Rap Olympics-ში ემინემის გამოსვლას დაესწრო, მოგვიანებით კი მისი სიმღერების CD დისკი სტუდიის ხელმძღვანელს, ჯიმი იოვინს გადასცა. იოვინმა დისკი, თავის მხრივ, ცნობილ ამერიკელ რეპერს, Dr. Dre-ს მოასმენინა, მან კი სახლში მისვლისთანავე დაურეკა ჯიმის და უთხრა, ორშაბათს ეგ ბავშვი აქ მომიყვანეო. რამდენიმე საათის შემდეგ, ისინი უკვე ემინემთან ერთად მუშაობდნენ სტუდიაში.

3. ეიკონმა ლედი გაგა აღმოაჩინა

ფოტო: Lady Gaga

ფოტო: Getty Images

გაგა Interscope Records-ში სიმღერების ავტორი იყო, როცა 2008 წელს ეიკონმა შემთხვევით მოისმინა მისი ხმა. მან დამწყებ მუსიკოსს მაშინვე გააფორმებინა კონტრაქტი საკუთარ ლეიბლთან, გაგამ კი იმავე წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი.

4. თავად ეიკონი კი Fugees-მა აღმოაჩინა

ფოტო: Getty Images

"ამ საქმეში სწორედ Fugees-ის წყალობით მოვხვდი... როცა ნიუ-ჯერსიში გადავედი საცხოვრებლად, Fugees ჩემი ოჯახი გახდა. დაჯგუფებასავით იყო, მე კი Refugee Camp-ის (ტრიოს ერთ-ერთი სახელწოდება) ნაწილი ვიყავი", — განაცხადა ეიკონმა, რომელმაც ჰიპ-ჰოპ ტრიოს 1995 წელს გამოსული EP-ის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.

5. აშერი ჯასტინ ბიბერს დაეხმარა სახელის მოხვეჭაში

ფოტო: Getty Images

ფოტო: John Shearer / Getty Images

რეალურად, ჯასტინ ბიბერი მუსიკალურმა მენეჯერმა, სკუტერ ბრაუნმა, იუთუბზე აღმოაჩინა, თუმცა, ახალგაზრდა კანადელ მომღერალს პოპულარობის მოპოვებაში აშერი დაეხმარა. მას შემდეგ, რაც აშერმა ბიბერს მოუსმინა, იგი მისი "თინეიჯერი პროტეჟე" გახდა. ამერიკელმა მუსიკოსმა ჯასტინის სადებიუტო სინგლში, One Time-შიც კი იმღერა და ვიდეოკლიპში გამოჩნდა.

6. ელენ დეჯენერესმა ჩარლი პუთი აღმოაჩინა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

დეჯენერესი მომღერალს იუთუბზე წააწყდა და მალევე თავის ლეიბლთან გააფორმებინა ხელშეკრულება. მოგვიანებით, პუთი Atlantic Records-ს დაუკავშირდა და ჰიტად ქცეული სიმღერა, See You Again-იც, გამოუშვა.

7. ლილ უეინმა ნიკი მინაჟი აღმოაჩინა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Ramona Rosales

მინაჟის მუსიკა ხმისჩამწერი სტუდია Dirty Money-ის ხელმძღვანელმა Myspace-ის თავის გვერდზე აღმოაჩინა და ლილ უეინსაც მოასმენინა. უეინს მოსმენილი მოეწონა და ნიკისთან ერთად რამდენიმე მიქსტეიპზე დაიწყო მუშაობა. სწორედ ამან შექმნა მინაჟის სადებიუტო ალბომის გარშემო ხმაური და დიდი მოლოდინი.

8. Jay-Z ერთ-ერთია, ვინც რიანა აღმოაჩინა

ფოტო: Christopher Polk / Getty Images

ფოტო: Kevin Mazur / Getty Images

პროდიუსერი ევან როჯერსი შვებულებას ბარბადოსზე ატარებდა, როცა 15 წლის რიანას შეხვდა. აქ მან Pon de Replay-ის საცდელი ვერსია ჩაწერა და Jay-Z-ს გაუგზავნა. რეპერმა რიანა ჩამოიყვანა და შენობის დატოვების უფლება მანამდე არ მისცა, სანამ ლეიბლთან კონტრაქტი არ გააფორმა.

9. სხვათა შორის, რიტა ორაც Jay-Z-ის აღმოჩენილია

ფოტო: Firdaus Latif

ფოტო: Kevin Mazur / Getty Images

Jay-Z-მ რიტა ორას თავის ლეიბლთან, Roc Nation-თან გააფორმებინა კონტრაქტი და მოგვიანებით, Young Forever-ის ვიდეოკლიპშიც გამოაჩინა. ორა რეპერსა და ბიონსეს თავის "მენტორებად" იხსენიებს, თუმცა, Roc Nation-თან უსიამოვნო ურთიერთობა აკავშირებს. როცა ორამ ლეიბლის დატოვება სცადა, მათ ალბანელ-ბრიტანელ მომღერალს კონტრაქტის დარღვევაში დასდეს ბრალი და ზარალის $2 მილიონით ანაზღაურება მოითხოვეს.

10. ჯეიმი ფოქსს ედ შირანის წარმატებულ კარიერაში მიუძღვის დიდი წვლილი

ფოტო: Peggy Sirota / Rolling Stones

ფოტო: Nina Prommer / EPA-EFE / Shutterstock

შირანი ფოქსმა თავის რადიო გადაცემაში მიიწვია ლოს-ანჯელესში და მისი სიმღერები იმდენად მოეწონა, რომ თავისთან ექვსი კვირით დარჩენის უფლება მისცა. მოგვიანებით ფოქსმა იგი ხალხმრავალ საღამოზეც წაიყვანა, სადაც შირანს შესრულების შემდეგ აუდიტორია ფეხზე წამოუდგა. თუმცა, გარდა ამისა, ინგლისელი მომღერლის წარმატებაში წვლილი შეიტანა ტეილორ სვიფტმაც, რომელმაც მას თავისი მესამე მსოფლიო ტურნეს გახსნა შესთავაზა.