რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, 2030 წელს მთელ ქვეყანას "სტანდარტის შესაბამისი" წყალი ექნება. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რომელიც გაკეთებულია წყალმომარაგების კუთხით ჩვენს ათწლიან სტრატეგიულ გეგმაში, რომლის შესაბამისადაც, 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ყველა ქალაქი იქნება მომარაგებული სტანდარტის შესაბამისი წყლით 24-საათიანი რეჟიმით და 2030 წლისთვის უკვე მთელი ქვეყანა იქნება სტანდარტის შესაბამისი წყლით უზრუნველყოფილი", — თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ისაუბრა თელავის წყალმომარაგების პროექტზე და აღნიშნა, რომ 2022 წლისთვის თელავის მოსახლეობას სრულად მიეწოდება სტანდარტის შესაბამისი წყალი.