დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 119, ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით, მათ შორის, 13 637 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 093 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,4%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 11,9%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 10,47%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 425 651-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 958;
  • აჭარა — 538;
  • იმერეთი — 319;
  • ქვემო ქართლი — 115;
  • შიდა ქართლი — 80;
  • გურია — 77;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 161;
  • კახეთი — 297;
  • მცხეთა-მთიანეთი — 43;
  • სამცხე-ჯავახეთი — 74;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141, საიდანაც 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 421, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 303.

3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 76 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 47 500.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: