პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნები 500 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ბრინჯაოს — 250 000 ლარს. ამის შესახებ მან ოლიმპიადის მონაწილეებთან შეხვედრის ცერემონიალზე ისაუბრა.

"მინდა გაგაცნობთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ მე გაგაცანით, ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს, ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო 250 000 ლარი", — განაცხადა მან.

10 ივლისს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებდა.