ჰაიტისთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, ოფიციალური ცნობები დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში მოხდა.

Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემამ ცუნამის გაფრთხილება გასცა. მედიების განცხადებით, ბიძგები იგრძნობოდა კუბასა და იამაიკაშიც.