ხვიჩია ოპოზიციაზე: 15 არჩევნებს რომ წააგებ და იმავე ტაქტიკით თამაშობ, ხომ შეიძლება დავეჭვდე, რომ მე-2 ადგილზე ჩალიჩობ
გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, როცა ოპოზიცია ამ არჩევნებშიც იმავე "ტაქტიკით თამაშობს", შეიძლება, ეჭვი გაჩნდეს, რომ სინამდვილეში მე-2 ადგილისთვის იბრძვიან და არა გამარჯვებისთვის. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ლევან იოსელიანმა მითხრა, 15 არჩევნები აქვს წაგებული ოპოზიციას რაც ბიძინა მოვიდა, მას შემდეგო. 15-ვეში, თუ დავაკვირდებით, მართლა გამოყენებულია ერთი და იგივე ტაქტიკა სულ. ოპოზიცია სულ ამას აგებს და 15-ს რომ წააგებ და ისევ იმავე ტაქტიკით თამაშობ, ხომ შეიძლება, მე ეჭვი გამიჩნდეს, რომ შენ წაგება გინდა, სინამდვილეში მე-2 ადგილისთვის ჩალიჩობ და არა სიტყვაზე, გამარჯვებისთვის? ამ კამპანიაში, მე მგონი, ყველა ხედავს, მოსახლეობა ხედავს, ქოცებიც კი გაკვირვებულები არიან, რას შვრება ოპოზიცია? სად არის? რას ლაპარაკობს?", — თქვა მან.
მისივე თქმით, ამ წუთის მოცემულობით, ოპოზიციის კამპანია არ ჩანს და იმასაც არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია "შეგნებულად შეჰყავდეთ წაგებულ ბრძოლაში".
"მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა, დროა, ჩვენი ძველი მეგობრები და ევროპული საქართველო, ერთად რომ რაღაცას შვრებიან, ამას რა ჰქვია? რისთვის იბრძვის ეს ხალხი? დანარჩენი ოპოზიცია სად არის? ამათი აზრით, დანარჩენი ოპოზიცია ოპოზიცია არ არის ფიზიკურად? მე ზოგადად, ასევე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მთელი ეს კამპანია ხდებოდეს იმისთვის, რომ ნიკა მელია დააზიანონ თავისი პარტიის შიგნით და შეგნებულად შეჰყავდეთ წაგებულ ბრძოლაში. მე ამასაც არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ იმდენად გაუგებარია მთელი ეს პროცესი, მართლა მოგება თუ გინდა და თან ახლა, კახა კალაძეს თუ გინდა მოუგო, ასეთი კამპანია ხომ არ შეიძლება?", — ამბობს ხვიჩია.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. კანდიდატები რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძოლებს, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი ნაციონლური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ხოლო ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია.
როგორც უკვე ცნობილია, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მაგალითად ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე მელიას მხარს არ დაუჭერენ. ასევე, ცნობილია, რომ საკუთარი კანდიდატი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები