დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის 600 ჯარისკაცს გაგზავნის
დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის 600 ჯარისკაცს გზავნის. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულმა სამეფომ თალიბანის მიერ ავღანეთის რამდენიმე დიდი ქალაქის აღების შემდეგ მიიღო. ჯარისკაცები ავღანეთში მყოფ ინგლისის მოსახლეობას, დიპლომატიურ პერსონალსა და თარჯიმნებს დაიცავენ და მათ შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაყვანას უზრუნველყოფენ.
წინა კვირაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავღანეთში მცხოვრებ ბრიტანელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. ამ დროისთვის იქ ინგლისის 4 000-მდე მოქალაქე იმყოფება.
თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის თქმით, ბრიტანეთის მოქალაქეების, ავღანეთის სამხედრო და ყოფილი დოპლომატიური პერსონალის უსაფრთხოება მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი ავღანეთში მოქალაქეებთან ერთად ითანამშრომლებს გაერთიანებული სამეფოს ავღანეთის გადაადგილებისა და დახმარების ასოციაციასთან (ARAP), რომელიც უკვე 3 100-ზე მეტ ადამიანსა და მათ ოჯახებს დაეხმარა ინგლისში დაბრუნებაში.
13 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი აიღო. მედიების განცხადებით, მისი აღება თალიბანისთვის, ჯერჯერობით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებაა. ასევე, 12 აგვისტოს თალიბანმა აიღო ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი — ჰერათიც, რის შემდეგაც აშშ-მ მოუწოდა ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი და დასახმარებლად 3 000 სამხედროს გაგზავნა, რათა უზრუნველყონ საელჩოს თანამშრომელთა უსაფრთხო დაბრუნება.
ავღანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი — ბაგრამის ავიაბაზა, უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი რჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. ივნისის ბოლოს The Wall Street Journal-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურთან დაახლოებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ დაზვერვის სამსახურის დასკვნით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, აშშ-ის ძალების მიერ ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები