"იმ მიზეზით, რომ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას ნამდვილად არ ჩავანაცვლებთ", — ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.

პაატა იმნაძის განმარტებით, ერთი ვაქცინის მეორეთი ჩანაცვლება მხოლოდ პირველი აცრის შემდეგ მძიმე ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში არის დაშვებული.

"ვაქცინის ჩანაცვლება ქვეყანაში თავიდანვე შესაძლებელი იყო, ოღონდ აქ საუბარია მძიმე ალერგიულ, ანაფილაქსიურ რეაქციებზე. რა თქმა უნდა, იგივე ვაქცინით ან იგივე კომპონენტების შემცველი ვაქცინით ადამიანის აცრა არ შეიძლება. ასეთი რამ დაშვებული იყო, განცხადებით მიმართავენ ადამიანები და მათთვის კეთდება ასეთი დაშვება, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას ნამდვილად არ ჩავანაცვლებთ", — განაცხადა მან.

მან ვაქცინაციისთვიის ასაკობრივი ზღვრის დაწევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ, თუ ეს საკითხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან იქნება აღიარებული, საქართველოც შესაბამის ვაქცინაზე ასაკობრივ ზღვარს დასწევს.