"მარში ღირსების გარეშე" — GDI-ის ანგარიში 5 ივლისზე
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტები აშკარად აღწევს არასათანადო მოპყრობის მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამ ქმედებებმა დაზარალებულებს აღუძრეს შიშის, ტანჯვის, დაუცველობის და დამცირების განცდა. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშში — მარში ღირსების გარეშე.
GDI-ის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ევროკონვენციის) მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ LGBTQI+ თემის წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები სათანადოდ არ დაიცვა სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მუქარისგან, აგრესიისა და ძალადობისგან მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის რეალური რისკის არსებობის შესახებ.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლებამ არათუ არ დაიცვა სათანადოდ LGBTQI+ თემის წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები, არამედ თავად წაახალისა მათზე ძალადობა ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ მიმართული ჰომოფობიური და ანტიდემოკრატიული განცხადებებით.
ამასთან, აქ აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ევროკონვენციის მე-11 მუხლის დარღვევით, ხელისუფლებამ არ უზრუნველყო იქ შეკრებილი საზოგადოების მიერ ღირსების მარშის გამართვა, ანუ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა უსაფრთხო გარემოში.
"აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ მარშის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას შესთავაზეს ალტერნატიული მარშრუტი და ასევე წინასწარ აწვდიდნენ ინფორმაციას მუქარის, მოსალოდნელი ძალადობის ორგანიზების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ სიძულვილის ჯგუფები თავად აცხადებდნენ საჯაროდ მარშის ჩაშლის გეგმების შესახებ. აღნიშნულის ფონზე ღირსების მარშის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ დაცვის კონკრეტულ გარანტიებსა და პრევენციულ ღონისძიებებს, რაც არ შესრულდა", — საუბარია დოკუმენტში.
GDI მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული უფლებები ევროკონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში დისკრიმინაციული და ჰომოფობიური მოტივით დაირღვა.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და ევროკონვენციის მე-10 მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებას არ ჰქონია ეფექტური რეაგირება სიძულვილის ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების აღსაკვეთად. შესაბამისად, მან არ უზრუნველყო ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება უსაფრთხო გარემოში.
ავტორები აცხადებენ, რომ LGBTQI+ თემი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ულტრანაციონალისტური და სიძულვილის ჯგუფების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. მათი თქმით, როგორც ამ ჰომოფობიური გამოცდილებიდან, ისე 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ხელისუფლება სისტემურად არ უზრუნველყოფს LGBTQI+ თემის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ეფექტურ სარგებლობას.
"შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს LGBTQI+ თემის უფლებების დაცვის რეალური ნება და ინტერესი, რითაც უგულებელყოფს კონსტიტუციურ და საერთაშორისო ვალდებულებებს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები