საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 2,27 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27,8%-ით მეტია.

ფოტო: საქსტატი

რა შეეხება იმპორტს, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის 7 თვეში უცხოეთიდან 5,21 მილიარდი დოლარის საქონელი ვიყიდეთ — ეს მონაცემი 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19,3%-ით არის გაზრდილი.

შესაბამისად, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, ანუ ექსპორტისა და იმპორტის ჯამმა 7,48 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მოცულობა (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) 2,93 მილიარდი დოლარი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ივლისში 390,9 მილიონი დოლარის საქონელი გავყიდეთ (წლიური ზრდა — 42,4%), ხოლო იმპორტის მოცულობამ 856,4 მილიონ დოლარს (წლიური ზრდა — 17,7%) მიაღწია.