ბათუ ქუთელია, ნინო გოგუაძე და სხვები — ვინ იქნებიან პარტია დროას წევრები
ელენე ხოშტარიამ საკუთარი პარტიის, დროას წევრები წარადგინა. ის ამბობს, რომ პარტიაში არა ერთი ადამიანის, არამედ იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები.
"ჩვენი პარტია არის არა ადამიანის ან ერთის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ საკუთარი გუნდის წევრების წარდგენისას.
დროას წევრები არიან:
- ბათუ ქუთელია;
- დათო სიხარულიძე;
- ნინო გოგუაძე;
- შუშანა მაცაბერიძე და სხვ.
ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ მთავარი ფასეულობა, რომელსაც ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება და წარმატება ეფუძნება, არის თავისუფლება. ის ამბობს, რომ დროა საქართველოც სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს შეუერთდეს.
"ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფო, თუმცა კიდევ უფრო მეტი გამოწვევები გვაქვს გადასალახი. მე მჯერა, რომ ჩვენ დავიმკვიდრებთ ადგილს თავისუფალი დემოკრატიების ოჯახში. მჯერა იმიტომ, რომ ამ არჩევანს არ აქვს ალტერნატივა. ამას მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა და ჩვენ შეგვწევს ძალა ავაშენოთ სახელმწიფო", — განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ნინო გოგუაძის თქმით, დროაში შეიკრიბნენ ადამიანები, რომელთათვისაც მთავარი ღირებულება ქვეყნის დამოუკიდებლობა, ადამიანის თავისუფლება, უფლებები და უსაფრთხოება.
"ჩვენს დაუძინებელ მტერს, პუტინის რუსეთს, არა მარტო 20% აქვს ამ ქვეყნის ოკუპირებული, არამედ ის უკვე დაუფარავად და უხეშად ამ ქვეყანას ართმევს დასავლური, დემოკრატიული, სამართლებრივი განვითარების შესაძლებლობას და ამას აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლების ხელით. ამიტომ, ამ არჩევნებში საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, ბრძოლა უნდა გამოუცხადოს ქართული ოცნების ხელისუფლებას", — განაცხადა ნინო გოგუაძემ.
პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, მაჟორიტარობის კანდიდატებს კი დროა ევროპულ საქართველოსა და გირჩი — მეტი თავისუფლებასთან ერთად წარადგენს. სამი პარტიის წარდგენილ კანდიდატებს დედაქალაქში მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც.
გაიგე მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები