საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს თურქეთს, საბერძნეთსა და იტალიას. პრეზიდენტი ასევე სოლიდარობას უცხადებს ჩვენი ქვეყნის დიასპორას ამ ქვეყნებში.

"დიდგორისეული ბრძოლები დღეს ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლება. გლობალური საფრთხეები და აქ მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობ, მოითხოვს გლობალურ პასუხს და გლობალურ სოლიდარობას. ამ დღეებში ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში განვითარებული ტრაგედიების მომსწრე გავხდით. საბერძნეთი, იტალია, თურქეთი აღმოჩნდნენ წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას. ამავდროულად მინდა ვისარგებლო ამ საშუალებით და ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ჩვენი დიასპორის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და ინაწილებენ ამ ქვეყნების ბედს და სატკივარს", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საბერძნეთი, იტალია და თუქეთი ზაფხულის განმავლობაში ხანძრებს ებრძოდნენ.

გაიგე მეტი: