დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე მაინც ავა, კორონავირუსის გავრცელება რამდენიმე პროცენტით მაინც დაიკლებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"95%-ით თუ იქნება პირბადის ტარება, შესაბამისად, 30%-ით მაინც მოიკლებს ავადობის გავრცელება", — განაცხადა მან.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა. კერძოდ, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულაციები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

გაიგეთ მეტი: