დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სანამ მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სხვა მეთოდებით მოუწევთ ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პიკი, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ იქნება.

"სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სამწუხაროდ, სხვა მეთოდებით მართვა დაგვჭირდება ხოლმე [...] დაახლოებით, მომავალი ორი კვირის შემდეგ", — განაცხადა მან.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა. კერძოდ, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულაციები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.