დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმაზე 5-ჯერ მეტია, რაც ინდოეთში ხდებოდა.

"კიდევ ერთხელ მინდა გამოვაცხადო, რომ ჩემს ყველა კოლეგას ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, იმიტომ, რომ ის, რაც მათ წელიწადნახევარია გადააქვთ. რომ იცოდეთ, ამას ადარებენ, ჩვენ დღეს ავადობა გვაქვს 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ინდოეთში რაც ხდებოდა, იმაზე 5-ჯერ მეტი და იმას უძლებს ჩემი კოლეგები", — განცხადა მან.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა. კერძოდ, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულაციები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.