უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად გადაიყვანონ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ამავე რეკომენდაციით მიმართავენ კერძო სექტორს.

"საჯარო უწყებებს ეძლევა დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს", — განაცხადა ღიბრაძემ.