უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩერთვებიან.

"ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებიც. მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე განახორციელებენ ვაქცინაციას", — განაცხადა ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.