საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 საქტემბრამდე მასობრივი შეკრებები სრულად იკრძალება. სამი კვირის განმავლობაში სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, იმ სპორტული შეჯიბრებების გარდა, რომელიც საერთაშორისო ეგიდით იმართება.

14 აგვისტოდან 4 საქტემბრამდე, ასევე, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

  • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშობა;
  • კვების ობიექტების მუშობა, ნავლად ღამის 00:00 საათისა, 23:00 საათამდე იქნება დასაშვები;
  • საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, თანამშრომლებო მაქსიმალურად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. საბჭოს ანალოგიური რეკომენდაციით კერძო სექტორსაც მიმართავს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 5 ათასს აჭარბებს.