საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე იმუშავებენ. შეზღუდვა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

"იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, კვების ობიექტები 00:00 საათის ნაცვლად, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს", — განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.