ქვემო ქართლის სოფელ ზემო თელეთში ტყის საფარი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. მათივე თქმით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გაჩენილი ხანძრის ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა.