მწვანე წყალბადი საწვავია, რომელიც ძირითადად წყლის ელექტროლიზის საშუალებით მიიღება, რა დროსაც ძირითადი ხარჯი ელექტროენერგიასა და ელექტროლიზის ხელსაწყოზე მოდის, მეცნიერთა ერთ-ერთმა გუნდმა კი იგი ნაკლები ენერგეტიკული რესურსის გამოყენებით მიიღო.

Journal of Material Chemistry A-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ენერგიისა და ქიმიური ინჟინერიის სკოლის პროფესორ გუნტა კიმის მკვლევართა გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტექნოლოგიის კუთხით, რომელიც თხევად ამიაკს ეფექტურად გარდაქმნის წყალბადად. გუნდის ახალი ანალიზური პროტოკოლის დამსახურებით, რომელსაც მიმდინარეობის ოპტიმალურ გარემოთა აღმოჩენა შეუძლია, მიგნებებს აკადემიური კვლევის საზოგადოებებმაც დიდი ყურადღება მიაპყრეს.

კვლევაში მეცნიერებმა თხევადი ამიაკის (NH3) ელექტრობაში დაშლით მწვანე წყალბადის (H2) უხვი რაოდენობა მიიღეს, თანაც თითქმის 100 პროცენტით სუფთა. გუნდზე დაყრდნობით, ამგვარ მეთოდს იმაზე სამჯერ ნაკლები ენერგია დასჭირდა, ვიდრე წყალბადის მიღებას წყლის ელექტროლიზის საშუალებით.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ენერგიის ძალიან მაღალი სიმკვრივიდან, ასევე შენახვისა და გამოყენების სიმარტივიდან გამომდინარე, ამიაკი წყალბადის შესანიშნავი პოტენციური მატარებელი აღმოჩნდა. ამასთანავე, ამიაკის ელექტროლიზს აზოტისა და წყალბადის წარმოსაქმნელად, თეორიულად, გარე ელექტრული ძაბვის 0.06 ვოლტი ესაჭიროება, რაც წყლის ელექტროლიზისათვის საჭირო ვოლტაჟზე (1.23 ვოლტი) ბევრად მცირეა.

კვლევაში მეცნიერებმა კარგად დამკვიდრებული მეთოდის, ოპერაციული გაზის ქრომატოგრაფიის გამოყენება განიზრახეს, რომელიც ამიაკის ჟანგვისათვის განკუთვნილი ახალი კატალიზატორის შეფასების საშუალებას დიდი სიზუსტით იძლევა. პროტოკოლის მიხედვით, მათ რეალურ დროში კონტროლის გზით შეძლეს, დეტალურად გაერჩიათ პაექრობითი ჟანგვის რეაქცია ამიაკის ჟანგვასა და ჟანგბადის გამოყოფის რეაქციებს შორის.

პლატინის (Pt) ფხვნილისებრი კატალიზატორით, რომელიც გალვანური დაფარვით მიიღეს, ეფექტურად წარმოქმნეს წყალბადი იმაზე გაცილებით ნაკლები ენერგიის გამოყენებით, ვიდრე წყლის ელექტროლიზის პროცესს ესაჭიროება ხოლმე.

"ამ საგულდაგულო პროტოკოლის გამოყენება დაგვეხმარება, ამიაკის ჟანგვის პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობა დავადგინოთ, მაშასადამე, ხელს შეუწყობს სფეროს, რათა იმ შესაძლო გზებზე ფოკუსირდეს, რომელიც ამიაკის პრაქტიკულ ელექტროქიმუირ ჟანგვამდე მიგვიყვანს, წყალბადის მისაღებად", — აღნიშნეს გუნდის წევრებმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე