ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 41% ყველაზე მნიშვნელოვნად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38% — სიღარიბეს და 29% ინფლაციას. ამასთან, სიღარიბის მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილია.

ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გადანაწილება ასეთია:

ფოტო: NDI

უმუშევრობა მთავარ პრობლემად არის დასახელებული ეკონომიკურ საკითხებს შორისაც. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 42% - ფასების ზრდას, 19% კი სიღარიბეს.

ეკონომიკური საკითხების გადანაწილება ასეთია:

ფოტო: ND

კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება,

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი კითხვების მიხედვით იცვლება. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით — ნომერზე დარეკვის მეთოდით, შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.