ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, 2014 წლის შემდეგ 27%-ითაა გაზრდილი.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57%-სთვის ინფორმაციის მიღების პირველწყარო ტელევიზიაა, 35%-სთვის ინტერნეტი/სოციალური მედია, 4%-სთვის მეგობრები და მეზობლები, 2%-სთვის ოჯახის წევრები, ხოლო 1%-სთვის თანამშრომლები.

ფოტო: NDI

კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება,

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი კითხვების მიხედვით იცვლება. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით — ნომერზე დარეკვის მეთოდით, შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.