ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, On.ge-მ გადაწყვიტა წაახალისოს ის კომპანიები და ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ ვაქცინაციის პროცესს და აწესებენ გარკვეულ ბენეფიტებს აცრილი მოქალაქეებისა თუ თანამშრომლებისთვის.

თუ თქვენი კომპანია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მომხმარებლებს ან თანამშრომლებს სთავაზობს წამახალისებელ აქტივობებს — გადასცემს საჩუქრებს, აწესებს მათთვის ფასდაკლებებს ან სხვა შეღავათიან პირობებს, On.ge-ის გუნდი მზადაა, თქვენი სიახლე სრულიად უსასყიდლოდ გაავრცელოს ვებ და ფეისბუქ პლატფორმებზე.

ამისათვის საკმარისია, გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია (სტატიის ტექსტი და ფოტოსურათი ზომით 2000X1000) და ჩვენ მას დაუყოვნებლივ განვათავსებთ On.ge-ის ვებსაიტსა და ფეისბუქ გვერდზე.

გამოგზავნილი ტექსტი და ვიზუალი უნდა აკმაყოფილებდეს On.ge-ის სარედაქციო სტანდარტებს.

სტატიისა და ფოტოსურათის გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:

[email protected] (იანა კოხოძე)
[email protected] (მაიკო გაგუა)

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ თქვენი კომპანიის დასახელება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მადლობას გიხდით ზრუნვისა და პასუხისმგებლობისთვის.

#ვაქცინაგვიცავს