ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 45% ფიქრობს, რომ ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ცუდად მიდის, 37%-ის აზრით კარგად, ხოლო 18%-მა პასუხი არ იცის.

ფოტო: NDI

კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება,

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი კითხვების მიხედვით იცვლება. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით — ნომერზე დარეკვის მეთოდით, შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.