სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში 42 საკვებ და სასურსათო ობიექტში დარღვევები გამოავლინა. ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისში 95 ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 10 საკონდიტროში, 13 საცხობში, 8 საშაურმესა და 11 ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტში დარღვევები გამოავლინეს. ამ უკანასკნელი ობიექტებიდან ჯამში 217კგ-მდე ხორცი, 1,5 კგ. კუპატი და 53 კგ. თევზი დაილუქა.

დარღვევები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში:

  • შპს იალჩინმარკეტი (ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა #16) — დაილუქა 53 კგ. თევზი, ობიექტი დაჯარიმდა 500 ლარით;
  • შსს ალ-მე (ბათუმი, გამსახურდიას 44) — დაჯარიმდა 1 000 ლარით;
  • შპს ბილიონის პური (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი #144) — დაჯარიმდა 500 ლარით;
  • შპს მარის ნამცხვრები (ბათუმი, ჭავჭავაძის #6) — დაჯარიმდა 200 ლარით;
  • შპს ხელვაჩაურის პურ-პროდუქტები (ბათუმი, ტაოს ქ. #6) — დაჯარიმდა 400 ლარით;
  • შპს ირინას ნამცხვრები (ბათუმი, ჭავჭავაძის ქ # 115) — დაჯარიმდა 100 ლარით
  • და სხვა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დარღვევის ყველა ფაქტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს.