აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში მოეწყობა სივრცე, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან. ამის შესახებ მან ჟურნალსიტებთან ისაუბრა და აჭარაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი შეაფასა.

"მადლობას გადავუხდიდი მოქალაქეებს იმ გამოჩენილი და გაზრდილი ინტენსივობისათვის, რასაც ჩვენ ამცრელ კაბინეტებში ვხედავთ. ყოველდღიურად პრაქტიუკლად 3 ათასამდე დოზა ადმინისტრირდება რეგიონში, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენ კვირის ბოლოს ერთ დიდ სივრცეს ვამატებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი, როგორც Pfizer-ის, ასევე, სხვა ვაქცინებით ადმინისტრირება", — განაცხადა მან.

ბოლო კვირებში საქართველოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 10 აგვისტოს New York Times-მა კორონავირუსის ბოლო 1 კვირის მაჩვენებლების საფუძველზე დაწერა, რომ საქართველო 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.