საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელს ხალხმა არ იცოდა როგორ მოქმედებდა რეგულაციები, მაგრამ ახლა იციან. ამის შესახებ მან თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის წარდგენაზე ისაუბრა.

"ბოლო დღეების განმავლობაში აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა პრემიერმინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა 2020 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ეს იყო სიახლე, ყველანი ვიყავით შოკში, შეიძლება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიეთ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება, გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ — 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი დაა ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ", — აცხადებს ის.

24 ივნისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდება.