ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ახალშობილისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირებას "მომავლის დახმარებას" უწოდებს. მისი თქმით, ამ პროგრამის მიზანია "ოჯახებმა უფრო თამამად იფიქრონ გამრავლებაზე".

"წარმოიდგინეთ ახლა, თუ პირველი ან მეორე შვილი გეყოლებათ, რომ შეძლებთ მათთვის ბინის შეძენას ბანკის სესხით, რომელიც ფორმულაა, მაგრამ, დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 6% იქნება. თუ საუბარია მე-3, მე-4 ან მომდევნო შვილზე, დაახლოებით 4-5%-იანი სესხი იქნება.

ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი აზრით. ასევე, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ ოჯახებმა უფრო თამამად იფიქრონ, ასე ვთქვათ, ახალი წევრის ყოლაზე, გამრავლებაზე და გააუმჯობესონ თავისი ყოფითი პირობები. ამავდროულად, ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესში ჩაბრუნებული ფულია, ეკონომიკაში ჩაბრუნებული ფულია", — განაცხადა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში.

ოჯახებს რომელთაც შვილი შეეძინებათ და მრავალშვილიან ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების ინიციატვია პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს გააჟღერა. გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ: