ბარსელონას დატოვების შემდეგ ლიონელ მესი კარიერას ფრანგულ კლუბში, Paris St-Germain-ში გააგრძელებს. კლუბთან მას 2-წლიანი შეთანხმება აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბარსელონა ერთადერთი კლუბი იყო, რომელშიც არგენტინელ ფეხბურთელს უთამაშია. კონტრაქტი ფინანსურ საკითხთან შეუთანხმებლობის გამო აღარ გაგრძელდა.

34 წლის ლიონელ მესი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ბარსაში თამაშის დროს 778 მატჩის ფარგლებში მან 672 გოლი გაიტანა. მესი ესპანურ კლუბს 13 წლის ასაკში შეუერთდა.