მძიმე ეპიდვითარების ფონზე, კოვიდით გარდაცვლილი წიკლაურის პატივსაცემად წულუკიანი ხალხმრავალ ღონისძიებას გეგმავს
Covid-19-ით გარდაცვლილი მომღერლის, თემურ წიკლაურის ხსოვნის პატივსაცემად, კულტურის სამინისტრო თელავის თეატრში ხალხმრავალ ღონისძიებას გამართავს. თელავის თეატრში On.ge-ს განუცხადეს, რომ თელავის მერიამ მათგან მხოლოდ დარბაზი დაჯავშნა. როგორც თელავის თეატრის წარმომადგენელმა გვითხრა, დღეს საღამოს 350 სტუმარს ელოდებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსაც დავუკავშირდით, თუმცა სამინისტროს პრესსამსახური ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. კულტურის სამინისტროდან პასუხის მიღებისთანავე მასალას განვაახლებთ.
კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად თემურ წიკლაური პირველ თებერვალს გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 713, ხოლო გარდაიცვალა — 54 ადამიანი.
თეა წულუკიანი არ არის პირველი მთავრობის წარმომადგენლებიდან, რომელიც კორონავიურისის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ რეგულაციებს არ იცავს.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 5 ათასს აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა და სწორედ დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პიკის დაღმასვლა ჯერ არ შეინიშნება. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავად პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, რაც სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ განიხილება დიდი თავშეყრების აკრძალვაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ, როცა პრემიერმინისტმა არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ, ის მხოლოდ გუშინ, 8 აგვისტოს, ხალხმრავალ ქეიფში მონაწილეობის შემდეგ აიცრა.
გაიგე მეტი:
- მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი ქორწილი და სხვა დიდი თავშეყრები — გაბუნია
- გამყრელიძე: იმის მაგივრად რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ
- იმნაძე: შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?
- მივეცით რეკომენდაცია ყველანაირ შეკრებაზე მხოლოდ ორჯერ აცრილი, ან გატესტილები დაუშვან — გამყრელიძე
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები