UNESCO გელათის მდგომარეობას აფასებს და სახელმწიფოს შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მიღებულ ახალ დადგენილებაში, რომელშიც მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა არის აღწერილი, გელათის სამონასტრო კომპლექსიც მოხვდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის დაცვის გამოწვევები აღდგენითი სამუშაოების შეუსაბამო პრაქტიკამ განაპირობა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა ძეგლის მონიტორინგისთვის, ყველა მათგანი წარმატებული არ აღმოჩნდა.
კერძოდ, როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, ღვთისმშობლის ტაძარში კრამიტით გადახურული სახურავების წარუმატებლობამ და წმინდა გიორგის ეკლესიაში მუდმივი ტენიანობის პრობლემამ დააზიანა კედლების მოხატულობები, მოზაიკები ორივე ეკლესიაში და აქვს უარყოფითი გავლენა ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე.
ისინი მიესალმებიან ამ პრობლემის გამოსასწორებლად სახელმწიფოს მონაწილეობას მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მრჩეველ ორგანოებთან. ასევე, მიესალმებიან ქმედებებს, რომელიც ღვთისმშობლის ეკლესიის სახურავის დროებითი დაფარვისთვის განხორციელდა, თუმცა აქვე მითითებულია, რომ საჭიროა ისეთი გამოსავალი, რომელიც გადახურვისას ძეგლის დაცვას უზრუნველყოფს.
ამისთვის კი ძეგლთა დაცვის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ წმინდა გიორგის ტაძარი დაუყოვნებლივ გადაიფაროს ისე, რომ წვიმა და თოვლი შენობას არ მოხვდეს, ხოლო აღდგენის სამუშაოები გაგრძელდეს.
ექსპერტების მითითებით, ეს პრობლემები ამწვავებს ძეგლის მდგომარეობას, ამიტომ ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ დაუყოვნებლივ შეიმუშაონ ძეგლის კონსერვაციის პროგრამა, მათ შორის, მონიტორინგის, კვლევის და იმპლემენტაციის, რომელიც მოიცავს ყველა ნახატსა თუ მოზაიკას ორივე ტაძარში. ამასთან, რეკომენდებულია, რომ შემუშავებული გეგმა მსოფლიოს მემკვიდრეობის ცენტრს წარუდგინონ, ჩართონ მეტი საერთაშორისო პარტნიორი, რათა მობილიზდეს ტექნიკური და ფინანსური დახმარება ისე, რომ აღდგენის პროცესი გეგმის შესაბამისად გაგრძელდეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები