საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღებას სთავაზობს. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვინც დაინტერესებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით 70 000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. დარჩენილი თანამონაწილეობის თანხისთვის კი ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკისგან მოითხოვონ შეღავათიანი აგროკრედიტი მათზე მორგებული პირობებით. სუბსიდიის მაქსიმალური ვადა 48 თვემდე პერიოდს მოიცავს. გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე და თანადაფინანსების შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
"ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას, წავახალისოთ სექტორში დასაქმებული მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით. ამჯერად იმ ფერმერებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას საჭიროებენ, თანადაფინანსების სქემას ვთავაზობთ. ეს გულისხმობს მათთვის შესაძლებლობის მიცემას, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში და მოიპოვონ საჭირო დაფინანსება. მიღებული თანხით კი შეიძინონ ნებისმიერი ტექნიკა, იქნება ეს ტრაქტორი, გუთანი, თუ სხვა. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება მათ დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერონ არსებული ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში", — განცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები