დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 713, ხოლო გარდაიცვალა — 54 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით, მათ შორის, 32 610 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 926 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12,79%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 9,09%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 10,05%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 455 846-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 406 475-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 6 182 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 2 600;
  • აჭარა — 678;
  • იმერეთი — 649;
  • ქვემო ქართლი — 254;
  • შიდა ქართლი — 289;
  • გურია — 170;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 363;
  • კახეთი — 359;
  • მცხეთა-მთიანეთი — 191;
  • სამცხე-ჯავახეთი — 103;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 43 163, საიდანაც 6 552 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 306, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 284.

2 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 939 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 42 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 36 609.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: