გაუარესებული ეპიდვითარების გამო ზურაბიშვილი ადმინისტრაციაში დაგეგმილ მასშტაბურ შეხვედრებს აუქმებს
გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და მის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას აუქმებს. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღებაც არ გაიმართება.
პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას — გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 4 ათასს აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა და სწორედ დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პიკის დაღმასვლა ჯერ არ შეინიშნება. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავად პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, რაც სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ განიხილება დიდი თავშეყრების აკრძალვაც.
"არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?" — ამბობდა პაატა იმნაძე 18 მაისს. როგორც ჩანს, პრემიერს არც ეს სიტყვები გაუთვალისწინებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ, როცა პრემიერმინისტმა არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ, ის მხოლოდ გუშინ, 8 აგვისტოს, ხალხმრავალ ქეიფში მონაწილეობის შემდეგ აიცრა.
გაიგე მეტი:
- მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი ქორწილი და სხვა დიდი თავშეყრები — გაბუნია
- გამყრელიძე: იმის მაგივრად რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ
- იმნაძე: შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?
- მივეცით რეკომენდაცია ყველანაირ შეკრებაზე მხოლოდ ორჯერ აცრილი, ან გატესტილები დაუშვან — გამყრელიძე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები