5 ივლისის საქმეზე On.ge-ს ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს
On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. მას 5 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზე თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ჟურნალისტის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციის იურისტი, ბექა თაკალანძე განმარტავს, რომ დაზარალებულად ცნობა მისი განცხადების საფუძველზე მოხდა.
"დაზარალებულად ცნობას კონკრეტული ვადა არ აქვს, კანონში წერია, რომ ან საკუთარი ინიციატივით უნდა ცნოს პროკურორმა ან განცხადების მიმართვის საფუძველზე. ვინაიდან თავისი ინიციატივით არ ცნეს, ამიტომაც მივმართე. ვფიქრობდი, რომ არსებობდა დაზარალებულად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები: ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა, რაც პროკურატურამ გაიზიარა", — განაცხადა მან.
დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში წერია, რომ 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული ქმედებებით თამთა კახაბერიძეს ფიზიკური და მორალური ზიანი მიადგა.
"რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ შეირაღებული პირთა ჯგუფი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტ თამთა კახაბერიძეს და აიძულებდნენ მას შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა, მათ შორის იმ მიზნით, რომ არ განეხორციელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება", — ნათქვამია დადგენილებაში.
On.ge-ს ჟურნალისტი მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზე სამსახურებრივი საქმიანობის დროს დაზარალდა. მას გადაღების საშუალება არ მისცეს, მოძალადეებმა ხელი აუქნიეს და მუშტის მოღერებით აიძულებდნენ, რომ გადაღება შეეწყვიტა.
"ტელეფონი სელფის ჯოხზე მქონდა დამაგრებული და ვიღებდი. უცებ ვიღაც ბიჭი მოტრიალდა და ხელი ამიქნია, ძლივს დავიჭირე ტელეფონი. მეგონა, შემთხვევით მოუხდა ხელი, რადგან არ ველოდი, რომ მე დამარტყამდა. არაუშავს-მეთქი, ვუთხარი. მთავარი ამბავი ის არის, რომ ტელეფონზე პრაიდის სტიკერი მქონდა დაკრული და ეს არ მახსოვდა. სავარაუდოდ, ამაზე გაღიზიანდნენ. ორი ბიჭი იწევდა, მოხსენიო, მუშტი მომიღერა. ჩანს კადრებშიც, მუშტით მოდის და პოლიცია აჩერებს, მაგინებს, რაღაც საშინელებებს მეძახის. ვერ ვხდებოდი, რა უნდოდა. რამდენჯერმე გავიგე, მოხსენიო რომ მითხრა, მაგრამ ვერ ვხდებოდი, რა უნდა მომეხსნა", — იხსენებს კახაბერიძე.
5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები