ორმა მოზარდმა ლეღვის ნახარშით სხეულის დამწვრობა მიიღო. ისინი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით ერთი მათგან 20%-იანი, მეორეს კი 40%-იანი დამწვრობა აქვს.

"გუშინ გამთენიისას ქალაქ ზუგდიდიდან გადმოიყვანეს ორი გოგო, 15 და 12 წლის, დედმამიშვილები. ორივე მათგანს აღენიშნება, ჩვენდა სამწუხარო,დ ლეღვის ფოთლების ნახარშით მიიღეს ქიმიური დამწვრობა. ერთგან არის 20%, მეორესთან 40%. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს ორივეს. ლეღვის ფოთლების გამოყენება და დამწვრობა არის ერთი და იგივე, მას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს", — განაცხადა ქაშიბაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

გაიგე მეტი: