დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 146, ხოლო გარდაიცვალა — 44 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის, 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,54%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 9,75%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 8,74%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 946;
  • აჭარა — 499;
  • იმერეთი — 177;
  • ქვემო ქართლი — 100;
  • შიდა ქართლი — 90;
  • გურია — 38;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 126;
  • კახეთი — 165;
  • მცხეთა-მთიანეთი — 56;
  • სამცხე-ჯავახეთი — 30;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233, საიდანაც 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 328, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 293.

2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 42 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 34 712.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: