ჯეიმს სპირსმა, რომელიც საკუთარ თავს $16000-ს უხდის, ჰავაიზე ბრიტნის დასვენების ჩაშლა სცადა
ბრიტნი სპირსის ახალი ადვოკატი აცხადებს, რომ მომღერალს სურს რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს მამამისი ჯეიმს სპირსი მის მეურვეობას. სპირსს მისი ოჯახი 2008 წლიდან აკონტროლებს.
ადვოკატმა მეთიუ როუზენგარტმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს შემდეგ მოსმენის დროზე ადრე ჩატარება მოსთხოვა, რადგან, მისი განცხადებით, მამამისის მეურვეობის თითოეული დღე ბრიტნის მენტალური ჯანმრთელობის და შემოსავლის დაკარგვის ფასად უჯდება.
"თქვენ შეგიძლიათ ბრიტნი სპირსს ყოველდღიური ზიანი აარიდოთ, თითქოს 13-წლიანი ტანჯვა საკმარისი არ იყოს. მას ტრავმა ყოველდღიურად არ უნდა უახლდებოდეს, ყოველი დღე მნიშვნელოვანია", — მიმართა მან სასამართლოს. შემდეგ მოსმენა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.
იურისტი ასევე აცხადებს, რომ ჯეიმს სპირსის მეურვეობის პროცესიდან ჩამოშორება ბრიტნის ფინანსებისთვისაც მნიშვნელოვანია. ბრიტნიმ განაცხადა, რომ ის სცენაზე არ დაბრუნდება და მუშაობას არ გააგრძელებს, სანამ მამამისი მისი მეურვეა. ადვოკატის სიტყვებით, იმის გარდა, რომ ეს დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს, მის უკვე არსებულ ქონებას მამამისი ანიავებს და პირადი მიზნებისთვის უკანონოდ იყენებს. გარდა ამისა, ჯეიმს სპირსი ყოველთვიურად იღებს $16 000-ს მეურვეობის საქმეში, როცა ბრიტნის ყოველთვიური ხელფასი $60-მილიონიანი ქონებიდან მასზე $2 ათასით ნაკლებია. ყველაფერთან ერთად, ბრიტნის მამა საკუთარ ადვოკატთა ჯგუფს ხელფასს ბრიტნის ქონებიდან უხდის და ისინი მომღერლისგან დამატებით $1,3 მილიონს ითხოვენ. აქედან ნახევარი მილიონი დოლარის მიზეზად "მედიის საქმეებია" დასახელებული, რასაც ბრიტნის ადვოკატი არაადეკვატურს უწოდებს.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ბრიტნის მამამ ჰავაიზე მომღერლის დასვენების ჩაშლა სცადა.
ივნისის ბოლოს ბრიტნიმ სასამართლოზე გამოსვლისას მეურვეობა სექს-ტრეფიკინგს შეადარა. მისი თქმით ბედნიერი არაა და ყოველდღე ტირის, რადგან მის უფლებებს ზღუდავენ. მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას ქორწინების და შვილის გაჩენის უფლებას მეურვეები არ აძლევენ. ბრიტნიმ დასძინა, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მამამისთანაა შეთანხმებული, რომელიც 13 წელია მისი მეურვეა. ბრიტნიმ დასძინა, რომ სურს თავის მთელ ოჯახს უჩივლოს:
"ისინი ციხეში უნდა იყვნენ, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ვინმეს მონა ვიყო".
ბრიტნის მეურვეები არამხოლოდ მის გადაწყვეტილებებს, მის ქონებასაც განაგებენ. მომღერალმა თითქმის 30-წუთიან გამოსვლაში მამამისს "იდიოტი" უწოდა და კალიფორნიის შტატი მეურვეებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭების გამო გააკრიტიკა. სპირსმა დასძინა, რომ ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის საჯაროდ ლაპარაკს შესაძლოა გართულებები და სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მოჰყოლოდა, თუმცა მომღერლის თქმით, გადაწყვიტა რომ მსოფლიოს საკუთარი ისტორია გულწრფელად მოუყვეს.
ბრიტნის ცხოვრებას მისი მეურვეები 2008 წლიდან აკონტროლებენ. ბრიტნის გამოსვლის შემდეგ გადადგა მისი მენეჯერი, ადვოკატი, ხოლო მომღერლის დამ განაცხადა, რომ ბრიტნის ყოველთვის მხარს უჭერდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები